ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-09-02

2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით (www.eqe.ge) მიიღეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: 87/01-01, 31.07.2013):

მობილობის ვადები
პროცედურული ვადები:
• დოკუმენტაციის მიღება - 2-5 სექტემბერი
• უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 6 – 9 სექტემბერი
• სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 10-11 სექტემბერი
• ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 13 სექტემბერი

საგამოცდო ვადები:

• დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 6 სექტემბერი, 11 საათი (თსუ I კორპუსი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის ქ. № 1, ოთახი №118)
• საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საერთაშორისო სამართალში“ უცხო ენის გამოცდა (ინგლისური) – 6 სექტემბერი, 11 საათი (თსუ I კორპუსი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის ქ. № 1, ოთახი №118)
• შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი;
• აპელაციაზე განცხადების მიღება - 9 სექტემბერი;
• აპელაციის განცხადებების განხილვა და შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი (11 საათი);
• დოქტორანტურაში გასაუბრება სპეციალობაში - 10 სექტემბერი (16 საათი).

ვაკანტური ადგილები:

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება - 88/01-01, 31.07.2013

კრედიტების აღიარება

მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ - №74/2012 დადგენილების შესაბამისად.


ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება – 2013 წლის 10-11 სექტემბერს.

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია) წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები :
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).


სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა ჩარიცხვა

სტუდენტი ვალდებულია ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ წარმოადგინოს პირად საქმეში არსებული დოკუმენტები (დედნის სახით).



Print

« იხ. ყველა სიახლე