პრემიერ-მინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააუდიტორიო სწავლება 1 აპრილიდან აღდგება. მანამდე კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაკულტეტებისა და მიმართულებების მზაობიდან გამომდინარე, განახორციელებს დისტანციური სწავლების ელემენტების ინდივიდუალურ პილოტირებას. თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 16 მარტიდან დაიწყებს ელექტრონული სწავლების სინქრონული და ასინქრონული ელემენტების გამოყენებას zoom-ის, smartboard-ისა და webinar-ის საშუალებით. 23 მარტიდან კი ელექტრონული სწავლების ელემენტებზე გადავა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეტი და თსუ პროფესიული განათლების ცენტრი.
აღნიშნული სიახლე, საშუალებას მოგვცემს სასწავლო პროცესი არ გაცდეს დღეს არსებულ აკადემიურ კალენდარს, რომლის თანახმადაც აკადემიური პროგრამებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობები 27 ივნისს სრულდება. ამ მიზნით, მოდიფიცირებული იქნება შეფასების სისტემაც.
დამატებითი ინფორმაცია:
- სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემების (Moodle, LMS და სხვა) დეტალური გზამკვლევები, რომელთა დახმარებითაც სტუდენტები შეძლებენ გაიარონ რეგისტრაცია.
- ყველა სტუდენტს საკუთარ პორტალზე დამატებით აესახა თსუ კორპორატიული პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- სტუდენტებს ფაკულტეტების ადმინისტრაციების მიერ მიეწოდებათ ინფორმაცია, რომელ პლატფორმაზე და როდის იქნება ხელმისაწვდომი ელექტრონული კურსები.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ფაკულტეტების ადმინისტრაციებს:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
(+995 32) 2 250484 შიდა 9234, 2324 ან 9220
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
(+995 32) 2 250484 შიდა 1734
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
(+995 32) 2 250484 შიდა 6224 (ბაკალავრიატი), 6223 (მაგისტრატურა), 6236 (სტუდენტთა მომსახურება)
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
(+995 32) 2 250484 შიდა 3220
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
(+995 32) 2 250484 შიდა 9733
მედიცინის ფაკულტეტი
(+995 32) 2 250484 შიდა 1921
იურიდიული ფაკულტეტი
(+995 32) 2 250484 შიდა 2231 ან 2234 (ბაკალავრიატი), 2229 (მაგისტრატურა)
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
(+995 32) 2 50 71 77
თსუ პროფესიული განათლების ცენტრი
577 15 12 16