ჟურნალი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და გამოიცემა წელიწადში ერთხელ.
ჟურნალის მიზანია:
- ევროკავშირში მიმდინარე უახლესი მოვლენების გაცნობა ქართველი მკითხველისათვის.
- საქართველოს, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის სხვა ქვეყნებისა და ევროკავშირის მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშეწყობა.
- საქართველოში ევროპისმცოდნეობის მიმართულებით მეცნიერების განვითარება.
ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ მეცნიერებს, მკვლევრებს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პროცესში ჩართულ პრაქტიკოსებს, ასევე დამამთავრებელი კურსის მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებს. სტატია შესრულებული უნდა იყოს ფონტით AcadNusx/Arial (ზომა - 12) ქართულ ან ინგლისურ ენაზე; სტატია არ უნდა აღემატებოდეს 15 გვერდს (1 გვერდი 2000 სიმბოლო)
სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 5 დეკემბერი.
სტატია გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:
helpdesk.ies@tsu.ge
ჟურნალს გამოსცემს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.