2016-03-16

განცხადება თსუ-ში სასწავლო პროცესისა და ადმინისტრაციის მუშაობის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი სასწავლო ან სამუშო პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, თსუ ადმინისტრაცია მუშაობს სრული დატვირთვით და ყველა ადმინისტრაციული ერთეული ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას. რაც შეეხება სასწავლო პროცესს,  საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ის შეიზღუდა 15 მარტიდან მხოლოდ თსუ პირველ კორპუსში. გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენის პროცესს უზრუნველყოფენ ფაკულტეტები. ყველა დანარჩენ სასწავლო კორპუსში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

Print

« იხ. ყველა სიახლე