ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე -
ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (EIGER)
ევროკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა სამაგისტრო პროგრამა: "სამაგისტრო პროგრამა - ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" ("European Integration and Employment Relations“, EIGER).
საქართველოდან პროექტის განხორციელებაში ჩართულნი არიან:
-
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
-
კავკასიის უნივერსიტეტი.
შესაბამისად, სამაგისტრო კურსი წარმოადგენს ინტერდისციპლინურ და ინტერსაუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამას. მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ განათლება მიიღონ ერთდროულად სამივე უნივერსიტეტის ბაზაზე.
პროექტის ქართული მხარის კოორდინატორია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.
სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებები:
-
ეკონომიკის პოლიტიკა
-
დაქმების პოლიტიკა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში
-
კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები
-
შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში
-
ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთბებში
-
აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრსისთ
-
შედარებითი შრომის სამართალი
პროექტის უცხოელი პარტნიორები არიან:
-
ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (აპლიკანტი);
-
პლოვდივის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯი;
-
მაგდებურგის უნივერსიტეტი;
-
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი.
მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ, პროექტის ფინანსური დახმარებით, სამაგისტრო თეზისები მოამზადონ საზღვარგარეთის პარტნიორ უნივერსიტეტბში.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება შედაგენს 2 250 ლარს წელიწადში.
სამაგისტრო პროგრამის კვალიფიკაცია: ეკონომიკური პოლიტიკა
სწავლება მიმდინარეობს
ქართულ ენაზე.
პროგრამა აღჭურვილია თანამედროვე ბიბლიოთეკით, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და სხვა ენებზე.
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში წაიკითხება შემდეგი სამაგისტრო პროგრამის კურსები:
-
პოლიტიკური ეკონომიკა;
-
გლობალიზაცია და მისი სოციალური შედეგები;
-
შრომითი ურთიერთობების ისტორია;
-
ევროკავშირი და შრომის საერთაშორისო სამართალი;
-
შედარებით პერსპექტივაში საქართველოს შრომის სამართალი;
-
ინდუსტრიული ურთიერთობათა სისტემა ევროპის კავშირში;
-
შედარებით პერსპექტივაში ინდუსტრიული ურთიერთობათა სისტემა საქართველოში;
-
სოციალური დიალოგი ევროკავშირში;
-
ადამიანის უფლებები ევროპის კავშირში;
-
გარდამავალი სოციალ-ეკონომიკა აღმოსავლეთ ევროპაში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხება შემდეგი სამაგისტრო კურსები:
-
კეთილდღეობის სისტემები ევროკავშირის ქვეყნებში;
-
სოციალური დიალოგი ევროკავშირში;
-
გარდამავალი ეკონომიკურ-სოციალური სისტემა აღმოსავლეთ ევროპაში;
-
თანამედროვე სოციალური თეორიები.
კავკასიის უნივერსიტეტში წაიკითხება შემდეგი სამაგისტრო კურსები:
-
მოლაპარაკებები და კონფლიქტების მოგვარება;
-
ეკონომიკა საქართველოს გარდამავალ პერიოდში( შედარებითი პერსპექტივა);
-
შრომის ფსიქოლოგია და ორგანიზება;
-
ადამიანური რესურსების მართვა;
-
შრომის უსაფრთხოება;
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საკონტაქტო პირს:
-
EIGER პროგრამის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კოორდინატორი -
პროფ.მარინა კვაჭაძე
Tel.: (+995 32) 2 20 65 20 (შიდა ნომერი 108); (+995) 99 57 48 11;
maka_kvachadze@yahoo.com;
www.gau.ge
-
• EIGER პროგრამის ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორი -
პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი
(+995 32) 225 08 19 (თსუ) ; +(995 32) 295 90 61 (ISSA ოფისი);
+(995 99) 56 63 55 (მობილური);
E-mail:
iagok@yahoo.com
www.tsu.edu.ge
- EIGER პროგრამის კავკასიის უნივერსიტეტის კოორდინატორი -
პროფ. ნინო ჩუბინიძე
(+995) 99 30 55 56;
nchubunudze@cu.edu.ge
www.cu.edu.ge
დამატებითი ინფორმაცია საბუთების მიღების პირობებსა და მისაღებ პროცედურებზე იხილეთ პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების ვებგვერდებზე.
tempusprojecteiger.wordpress.com
2 სექტემბერს, 18:00 საათზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მოეწყობა პროგრამის
ღია კარის დღე.