2017-10-12

აფხაზური ზეპირმეტყველების შემსწავლელთა საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 2017 წლის 12 ოქტომბრიდან იწყება მსურველთა რეგისტრაცია აფხაზური ზეპირმეტყველების დაწყებით კურსზე. მეცადინეობები დაიწყება 1 ნოემბერს.

რეგისტრაციისთვის აუცილებელი მონაცემები: სახელი, გვარი, ფაკულტეტი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა გაგზავნეთ მისამართზე nino_berdznishvili@hotmail.com ან მიმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი. ჭავჭავაძის გამზ. №13. თსუ მე-8 კორპუსი, ოთახი 310. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრი.

კურსს გაუძღვებიან ცენტრის თანამშრომლები ლეილა ავიძბა და ესმა კოკოსკერია.

საკონტაქტო პირი: ნინო ბერძნიშვილი. ტელ.: 2916026; ფაქსი: 2252348; მობ.: 599574682.
Print

« იხ. ყველა სიახლე