2012 წ. 18 სექტემბერს, გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით, თსუ-ს ეწვევა გერმანიის პარლამენტის წევრი, ქ-ნი ვიოლა კრამონ-თრაუბადელი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ქ-ნი ბრიგიტა შულცი და გერმანიის ბუნდესთაგის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ბ-ნი ვერნერ ბრაუნი.
ვიზიტის ფარგლებში ა/წ 18 სექტემბერს 15:30 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში (ოთახი 107) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თსუ სტუდენტებთან 2013 წლისათვის გამოყოფილი ბუნდესთაგის (გერმანიის პარლამენტის) სტიპენდიების შესახებ.