2016-11-29

თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეთათვის!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს ინიციატივით ტარდება ელექტრონული ტურნირი „მეცნიერების თასი-2017“. მონაწილეობა შესაძლებელია დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან.
  • 10 დეკემბერი, 2016 - შესარჩევი ტური
  • 17 დეკემბერი, 2016 - მეოთხედფინალური ტური
  • 21 იანვარი, 2017 - ნახევარფინალური ტური
  • 28 იანვარი, 2017 - ფინალური ტური (ჩატარდება თსუ-ში).
ოლიმპიადში მონაწილეობა
  • ტურნირში მონაწილეობა უფასოა
  • ტურნირში მონაწილეობა შეუძლია 1–5 მოსწავლისგან შემდგარ გუნდს
  • სკოლიდან გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის
  • ერთი მოსწავლე მონაწილეობს მხოლოდ ერთ გუნდში
  • მონაწილეობის მსურველმა გუნდმა 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია.
გამარჯვებულებს ელით SDSU-საქართველოს და თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები. ელექტრონული ტურნირის მხარდამჭერია ტემპუსის პროექტი ARMAZEG. იხილეთ დეტალური ინფორმაცია. ინფორმაცია ასევე მოგეწოდებათ რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ საკონტაქტო მეილზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე