თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის 2017/2018 აკადემიური წლისთვის ლაიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:
– GPA 3,2–4.0 (ბაკალავრიატის მონაცემი);
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი – IELTS 6.5.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი # 204) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
–ბაკალავრის დიპლომის ასლი;
–CV (ინგლისურ ენაზე, Euro pass-ის ფორმატით);
–მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
–ცნობა მაგისტრატურაში სწავლის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა:2017 წლის 9 თებერვალი 17:00 საათი.
ლაიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამების გასაცნობად ეწვიეთ
ვებგვერდს
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს. ტელ:2 25 02 12 (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ განიხილება!