2012-08-10

„GRID და მომავლის ტექნოლოგიები”

ამა წლის 23-26 ოქტომბერს საქართველოში, თბილისში ტარდება მე-2 საერთაშორისო კონფერენცია SCSWT’2012 (2ND ATLAS/CERN SOUTH CAUCASUS SOFTWARE/COMPUTING WORKSHOP &TUTORIAL- SCSWT’2012 ) , რომლის ორგანიზატორია ATLAS კოლაბორაცია, CERN ჟენევა , შვეიცარია .

SCSWT’2012 -ის მიზანია გააღრმავოს კონტაქტები ATLAS კოლაბორაციის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, მყოფ IT სპეციალისტებსა და ATLAS -ის პროგრამული უზრუნველყოფისა და მსოფლიო კომპიუტერული ქსელის GRID ექსპერტებს შორის.

SCSWT’2012 ფოკუსირებული იქნება GRID-ში განაწილებული კომპიუტინგის ტექნოლოგიაზე-ინსტრუმენტულ საშუალებებზე, ოპერაციებზე, ქსელების გამართვასა და ოპტიმიზაციაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში GRID კლასტერების განვითარების არსებული დონის შემოწმებასა და ლოკალური მომხმარებლების GRID-თან მუშაობის გამოცდილების ექსპერტიზას.

საკონტაქტო პირები:

1. პროფ. ბარბერისი დარიო CERN-PH დეპარტამენტი,C29000 CN-1211 Geneve 23, შვეიცარია ტელ: +41 22 767 1302 Dario.Barberis@cern.ch

2. პროფ. ვონ დერ შმიდტი ჰანსი CERN-PH დეპარტამენტი,C29000 CN-1211 Geneve 23, შვეიცარია ტელ: +41 22 767 9438 Hans.von.der.schmitt@cern.ch

3. პროფ. შარმაზანაშვილი ალექსანდრე CERN-PH დეპარტამენტი,C29000 CN-1211 Geneve 23, შვეიცარია ტელ: +41 22 767 1310 Lasha.sharmazanashvili@cern.ch

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://dmu-atlas.web.cern.ch/dmu-atlas/2012/

თსუ თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის მონაწილეობა უფასოა.

English Version


Print

« იხ. ყველა სიახლე