2018 წლის 27 იანვრის კონფერენცია ასევე ეხმიანება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას ჰოლოკოსტის ხსოვნისა და შესაბამისი განათლების უზრუნველსაყოფად, გენოციდის პრევენციისთვის სამოქალაქო საზოგადოების მობილიზების თაობაზე.
თსუ, რომელიც 2018 წელს 100 წლის იუბილეს ზეიმობს, კონფერენციას უძღვნის ჰოლოკოსტისა და გენოციდის კვლევას ადამიანის უფლებების ჭრილში. კონფერენცია კვლევითი ნაშრომების წარმოდგენისა და საჯარო დისკურსის ხელშესაწყობად აკადემიურ ფორუმს უზრუნველყოფს.
კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
პროფესორი ქეთევან ხუციშვილი,
დირექტორი,
თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრი
მისამართი:
ketevan.khutsishvili-law@tsu.ge
კონფერენცია
27 იანვარს, 11:00 სთ-ზე გაიხსნება.
ადგილი: ივანე ჯავახიშვილის (107-ე) აუდიტორია, თსუ I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N1.