2013-06-03
პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ - მოხალისე პედაგოგების შესარჩევი კონკურსის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) მოხალისე პედაგოგების გაგზავნის მიზნით.
პროგრამის აღწერილობა:
პროგრამა ხორციელდება 2011 წლის აპრილიდან და მასში დღემდე ჩართული იყო 400-მდე მონაწილე. პროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესს. პროგრამის მონაწილეები იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და მინიმუმ ორი სასწავლო სემესტრის მანძილზე იმუშავებენ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
• საქართველოს მოქალაქეობა;
• ქართული ენის სრულყოფილად ფლობა
• უმაღლესი განათლება (აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება)
პროგრამის ხანგრძლივობა: ორი სასწავლო სემესტრი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლის/სამცხე-ჯავახეთის/კახეთის რეგიონი
პროგრამის იმ მონაწილისთვის, რომელიც წარმატებით დაასრულებს პროექტს და არ ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის საფუძველზე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მაგისტრატურაში სწავლის ხარჯების დაფარვას სრული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის 27 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ვებ-გვერდზე: www.mes.gov.ge ან www.tpdc.ge (გთხოვთ რეგისტრაციის დროს, თქვენი სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიუთითოთ ზუსტად, პირადობის მოწმობის შესაბამისად)
წარმოდგენილი აპლიკაციების განხილვის შემდეგ პროგრამის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ კონკურსის შემდგომ ეტაპზე გასულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ კონკურსის მეორე ეტაპს, მოწვეულ იქნებიან გასაუბრებაზე.
მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცეტნრის წარმომადგენლები პროგრამის პრეზენტაციას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავენ 2013 წლის 11 ივნისს, 17 საათზე, თსუ 1 კორპუსი, 206-ე აუდიტორია

« იხ. ყველა სიახლე