ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მინიოს უნივერსიტეტი)
განაცხადების მიღება იწარმოებს
ა/წ 31 ოქტომბრამდე ვებგვერდის საშუალებით.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ინგლისური ან პორტუგალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან პორტუგალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე, ნიმუშები იხილეთ შემდეგ ბმულზე)
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
160 ევრო დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 820 ევრო).
დამატებითი ინფორმაცია:
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
-დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგ
ბმულზე.