2011-08-15

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2011-2012  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:  აკადემიური საბჭოს  დადგენილება №57/2011 (დანართი 1

მაგისტრატურაში მიღების ვადები :  ბრძანება №74/01-01; 25.07.2011

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები: თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს.

მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ  შესაბამის ფაკულტეტზე  (საკონტაქტო ინფორმაცია ) წარსადგენი
საბუთების ნუსხა:

  •   განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე ( დანართი 2);
  •  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, ( 2011 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • ორი ფოტოსურათი 3X4, ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  •  წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  •  უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  •  ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მისთვის ქართული არ არის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

Print

« იხ. ყველა სიახლე