2011-08-15
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: აკადემიური საბჭოს დადგენილება №57/2011
(დანართი 1
)
მაგისტრატურაში მიღების ვადები : ბრძანება №74/01-01; 25.07.2011
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები: თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს.
მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია ) წარსადგენი
საბუთების ნუსხა:

- განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე ( დანართი 2);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, ( 2011 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
- პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- ორი ფოტოსურათი 3X4, ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მისთვის ქართული არ არის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
« იხ. ყველა სიახლე