ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-13

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიები იენის უნივერსიტეტში

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იენის უნივერსიტეტში (გერმანია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიური პერსონალის/ენების ცენტრის წარმომადგენლებს.

შემოთავაზებული მიმართულებები:
ბაკალავრიატი:
ინგლისურენოვანი:
ამერიკანისტიკა, პოლიტიკის მეცნიერება
გერმანულენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, ისტორია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მათემატიკა, ეკოლოგია, ქიმია, გეოგრაფია

მაგისტრატურა:
ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, ბიოლოგია (ბოტანიკა), ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, იურიდიული, ეკოლოგია, მათემატიკა
გერმანულენოვანი:
გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, არქეოლოგია, იურიდიული, ისტორია, სოციოლოგია, ფილოსოფია, გეოგრაფია

დოქტორანტურა:
გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, არქეოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, ფსიქოლოგია

აკადემიური პერსონალი:
გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, არქეოლოგია, ბიოლოგია, გერმანული ენა და ლიტერატურა

ენების ცენტრის მასწავლებლები:
ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, სკანდინავიური ენები

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 9 მაისის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
წინასწარი მიღების წერილი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის; მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია)
სტუდენტებმა, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული თსუ ინსტიტუციური ტესტი 2015/2016 სასწავლო წელს უნდა წარმოადგინონ ინგლისური/გერმანული ენის საერთაშორისო სერთიფიკატი

აკადემიური პერსონალი/ენების ცენტრის მასწავლებლები:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე)
სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე)
მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე) დანართი 2
წინასწარი მიღების წერილი (მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

სტუდენტები:
ბაკალავრები/მაგისტრები: ერთი სემესტრი (2016/2017 წლის შემოდგომის სემესტრი)
დოქტორანტები: 3-6 თვე (2016/2017 წლის შემოდგომის სემესტრი)
აკადემიური პერსონალი/ენების ცენტრის მასწავლებლები: 14-30 დღე

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)
პერსონალი/ენების ცენტრის მასწავლებლები: დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო დაზღვევის მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

საინფორმაციო შეხვედრა იენის უნივერსიტეტის სტიპენდიების შესახებ გაიმართება ა/წ 15 აპრილს 15 საათზე თსუ პირველი კორპუსის 101-ე აუდიტორიაში.



Print

« იხ. ყველა სიახლე