ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-04-03

ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე!

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას „ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში“. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი შედგენილია წამყვანი ევროპელი ექსპერტებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით.

ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხის მქონე პირი ერთ–ერთი შემდეგი სპეციალობით: სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები და ჰუმანიტარული მეცნიერებები. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ინტერესი ევროკავშირის მიმართულებით ღრმა კვლევის წარმოებისათვის.
•    სადოქტორო პროგრამის ამ ნაკადისათვის სწავლა იქნება უფასო.
•  სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მივლენილ იქნან ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში  3 თვემდე ვადით კვლევის განსახორციელებლად.
•    დოქტორანტს ხელმძღვანელობას გაუწევენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესორები.
მისაღები გამოცდები:
1.    კვლევითი პროექტი (მაქსიმუმ 3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს ა) დისერტაციის სათაურს,  ბ) კვლევის მიზნებს, გ) კვლევით კითხვას/კითხვებს, დ) კვლევის მეთოდოლოგიას და ე) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.
2.    გამოცდა ინგლისურ ენაში B2 დონეზე (შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება გამოცდისაგან); კანდიდატი ასევე გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისგან, თუ მას ინგლისურენოვან პროგრამაზე მინიმუმ სრული ერთ წლიანი კურსის გავლის შედეგად მინიჭებული აქვს ხარისხი.
3.     გასაუბრება კომისიის წინაშე.

მაგისტრის ხარისხის მქონე უცხოელ სტუდენტებს უფლება აქვთ ჩააბარონ სადოქტორო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
•    განცხადება რექტორის სახელზე;
•    კვლევითი პროექტი;
•    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2013 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•    უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•    სამოტივაციო წერილი;
•    წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
•    CV;
•    ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე.

აპლიკაციების მიიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი,  23:00
ა)  საბუთების მიღება – 5 - 15 აპრილი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 18 აპრილი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 19 აპრილი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –   21-22 აპრილი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 23 აპრილი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 24  აპრილი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 25-28 აპრილი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 29 აპრილი.
სწავლა დაიწყება 2014 წლის 5 მაისს.
გაზაფხულის სემესტრის ვადები:  
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 30 აპრილი 1 მაისი;
ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 2-3 მაისი;
გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 5 მაისი – 16 აგვისტო;
დ) საგამოცდო პერიოდი - 18 აგვისტო - 25 აგვისტო (ძირითადი გამოცდები), 5 – 14 სექტემბერი (დამატებითი გამოცდები);
მივლინება პარტნიორ უნივერსიტეტებში:   სექტემბერი – ოქტომბერი 2014 წ.;
შემოდგომის სემესტრი:  (ოქტომბერი – დეკემბერი, 2014 წ.).

აპლიკაციები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად !!!
(დასკანერებული სახით) !!!
აპლიკაციები გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
nino.lapiashvili@tsu.ge
info.ies@tsu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში ჩაწეროთ „განაცხადი“ და თქვენი სახელი და გვარი.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ჭავჭავაძის გამზ. #3, მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406.

ტელ: (+995 32) 2 22 78 99
ელ–ფოსტა: info.ies@tsu.ge


Print

« იხ. ყველა სიახლე