სტიპენდიები ეხება (სულ 22) ყველა დისციპლინის სტუდენტებს, რომლებიც ირიცხებიან მაგისტრატურაზე, ან დოქტორანტურაზე და კარგად ფლობენ ფრანგულ ენას. სამაგისტრო სტიპენდია ფარავს საფრანგეთში 9 თვის მანძილზე ცხოვრების ხარჯებს, ხოლო სადოქტორო სტიპენდია განკუთვნილია 2-დან 6 თვემდე პერიოდისთვის. სტიპენდიაში არ შედის ტრანსპორტის ხარჯები (ორმხრივი გზა).
საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში საბუთების შეტანის ბოლო ვადა - 23 იანვარი, 2013
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ გვერდი:
http://www.institutfrancais.ge/