2014-11-12

ვენის დიპლომატიური აკადემიის 2015-2016 სასწავლო წლის პროგრამები

დიპლომატიური აკადემიის სადიპლომო პროგრამა: 
ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებსა და თანამედროვე პოლიტიკის ისტორიას, საერთაშორისო ეკონომიკას, საერთაშორისო და ევროკავშირის სამართალს. პროგრამა მოიცავს დამატებითი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას - მოლაპარაკების სიმულაციისა და პრაქტიკული სავარჯიშოების გზით, ასევე პრეზენტაციებსა და ინტერვიუებს. შემოთავაზებული იქნება ენის სპეციალური კურსები გერმანულში, ინგლისურსა და ფრანგულში, ასევე რუსულში, ესპანურში, ჩინურსა და სხვა ენებში. 

სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო კვლევებში (M.A.I.S.):
ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც სურთ დახელოვნდნენ საერთაშორისო კვლევებში ევროპის კუთხით. პროგრამის მიზანია, ინტერდისციპლინარული პერსპექტივიდან გააანალიზოს უახლესი პან-ევროპული განვითარებები, რათა დასაბუთებულად გადმოსცეს რკინის ფარდის რღვევის შემდეგ ევროპაში არსებული ცვლილებების კომპლექსურობა. პროგრამა წარმოადგენს ვენის დიპლომატიური აკადემიისა და ვენის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს.სტუდენტებს, რომლებსაც უკვე აქვთ შესაბამისი ინტერდისციპლინარული კვალიფიკაცია, შეუძლიათ M.A.I.S. პროგრამის გავლა ერთი წლის შემდეგ. 

სამაგისტრო პროგრამა გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში და საერთაშორისო ურთიერთობებში (ETIA):
ორწლიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - TU თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია, სტუდენტებმა გააანალიზონ გარემოსა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონიერი პერსპექტივიდან (ერთი წელი დიპლომატიურ აკადემიაში) და მეცნიერული და ტექნოლოგიური პერსპექტივიდან (მეორე წელი TU - ში). 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს: www.da-vienna.ac.at/ 
Print

« იხ. ყველა სიახლე