გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,იმედი-L“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები
2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების საფასურის ანაზღაურება (46,98 ლარი) ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან. თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, გაიუმჯობესონ მომსახურება (პირადი განცხადების საფუძველზე) სათანადო თანხის - თვეში 12 ლარის დამატებით. აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელფასიდან.
შტატგარეშე თანამშრომლებს და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, ასევე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პერსონალს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით, რისი თანხაც (46,98 ლარი) დაიქვითება ხელფასიდან.
უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები ასაკის შეუზღუდავად, მშობლები 65 წლამდე), ამ შემთხვევაშიც შესაბამის თანხას (46,98 ლარი თითოეულ წევრზე) იხდის მსურველი - თსუ თანამშრომელი. 4 ან მეტი ოჯახის წევრის დაზღვევისას თანამშრომელი იხდის 46,98×3.2=150,336 ლარს.
დაზღვეულებს მოემსახურებიან ოჯახის ექიმები ევექსის კლინიკებში (იხ. დანართი პროვაიდერების ჩამონათვალი) ასევე თსუ მე-8 და მე10 კორპუსებში. მომსახურების მისაღებად დაზღვეულებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - 292 22 22.
ხელშეკრულების სანახავად იხილეთ
დანართი 1;
სამედიცინო პროვაიდერების სანახავად იხილეთ
დანართი 2;
ტექნიკური დავალების სანახავად იხილეთ
დანართი 3.
P.S. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხელშეკრულება (დანართი) ან მიმართეთ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს. (577 244 123)