ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-03-05

უნგრული ენა თსუ საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის

2020 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა გამოაცხადა ახალი არჩევითი კურსი:
უნგრული ენა A1  (რუსული ფილოლოგიის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, 5 კრედიტი, ლექტორი: არპად ელეში)
იმ ფონზე, როცა უნგრეთის სასტიპენდიო (Stipendium Hungaricum) პროგრამით ყოველწლიურად 80 ქართველი სტუდენტი მიდის უნგრეთში სხვადასხვა უნივერსიტეტში სასწავლებლად, უნგრული ენის სწავლა ქართველი სტუდენტებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
უნგრული ენის სწავლება უნგრული კულტურისა და უნგრეთის ისტორიის საბაზისო ინფორმაციასაც მოიცავს.
სწავლება ნულოვანი დონიდან იწყება და მას ქართულ  ენაზე მოსაუბრე უნგრელი ლექტორი უძღვება. 
აღნიშნული სასწავლო კურსების არჩევა შეუძლია ნებისმიერი სპეციალობის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს არჩევითი კრედიტების ფარგლებში.
Print

« იხ. ყველა სიახლე