ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე.
სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი მოიცავს გამოცდის ოთხივე კომპონენტს:
წაკითხულის გააზრება
ანალიტიკური წერა
ლოგიკური მსჯელობა
რაოდენობრივი მსჯელობა
კურსის ხანგრძლივობა: 56 საათი, კვირაში ორჯერ - ორი საათი (28 საათი ანალიტიკური ნაწილი, 28 საათი რაოდენობრივი ნაწილი)
1 აპრილი - 15 ივლისი
რეგისტრაციის თარიღები:
5 მარტი - 30 მარტი
10:00 სთ - 12:00 სთ - 16:00 სთ-18:00 სთ.
რეგისტრაციისათვის მობრძანდით თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის შენობაში (უნივერსიტეტის ბაღი, ორსართულიანი შენობა, მეორე სართული).
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
განცხადება (ავსებთ ადგილზე)
პირადობის დამადასტურებელი ასლი
თსუ-ის სტუდენტებისათვის შესაბამისი ფაკულტეტიდან გაცემული სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა
თსუ-ის კურსდამთავრებულთათვის - დიპლომის ასლი (პირველი გვერდის ნოტარიულად დამოწმებული ასლი)
თსუ-ის თანამშრომლებისთვის - უნივერსიტეტში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა.
თსუ-ის თანამშრომელთა შვილებისთვის (თუ ისინი არ სწავლობენ თსუ-ში) - თანამშრომლის უნივერსიტეტში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა და დაბადების მოწმობის ასლი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ
ბმული.