2020-05-06

გერმანიის პარლამენტის საერთაშორისო სტიპენდია2021

გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად ყოველ წელს თავისი პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია“ (IPS) ფარგლებში პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებს ახლა უკვე 50 ქვეყნიდან აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.
პროგრამა გათვლილია დასრულებული საუნივერსიტეტო განათლების მქონე, პოლიტიკურად დაინტერესებულ, ოცდაათ წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ღირებულებებისათვის აქტიურად საქმიანობა სურთ.
პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტიპენდიატების მიერ პოლიტიკური მოვლენებისა და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესების უშუალოდ გაცნობა, ასევე გერმანიასა და მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გამტკიცება.
პროგრამა გრძელდება 2021 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე.

საგანაცხადო საბუთები 2020 წლის 31 ივლისამდე შეგიძლიათ გააგზავნოთ შემდეგ მეილზე: ips@tifl.diplo.de (დოკუმენტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 15 მბ-ს).
დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ  ბუნდესთაგის ვებ-გვერდზე.


Print

« იხ. ყველა სიახლე