ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-06-13

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად კორუნას უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი).

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან:

იურიდიული
ეკონომიკა
ენები
სოციოლოგია
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ა/წ 27 ივნისის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სტიპენდია მოიცავს:
120 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე

შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge


Print

« იხ. ყველა სიახლე