საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის 2016/2017 აკადემიური წლისთვის,
ლაიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:
GPA 3,2–4.0 (ბაკალავრიატის მონაცემი);
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული,ოთახი № 204) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ბაკალავრის დიპლომის ასლი;
- CV (ინგლისურ ენაზე, Euro pass-ის ფორმატით);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ცნობა მაგისტრატურაში სწავლის შესახებ;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა:
2016 წლის 1 მარტი, 17:30
ლაიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამების გასაცნობად ეწვიეთ
ვებ–გვერდს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს. ტელ: 2 25 02 12 (თსუ მეორე კორპუსი,მეორე სართული, ოთახი 204).