2019-05-13
სტუდენტური კონფერენცია: „ქალთა საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით თსუ-ში ამერიკისმცოდნეობის მე-7 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენცია „ქალთა საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებში: კონსტიტუციის XIX შესწორების მიღებიდან დღემდე“ 15 მაისს, 15.00 საათზე გაიხსნება.
კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ კონსტიტუციის XIX შესწორების მიღების 100 წლისთავს ეძღვნება. მოხსენებების თემატიკა მოიცავს ამერიკელ ქალთა საკითხების შედარებით ანალიზს საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, პოლიტიკისა და დიპლომატიის.
კონფერენცია
თსუ II კორპუსში, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის N165 აუდიტორიაში ჩატარდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ფეისბუქ-გვერდს: www.facebook.com/amstudsci ან ვებგვერდს: www.americanstudiestsu.weebly.com
იხილეთ კონფერენციის
პროგრამა.
« იხ. ყველა სიახლე