კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს
სამაგისტრო პროგრამაზე - „ტურიზმი“ სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით
(ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის თაობაზე იხილეთ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის
ვებგვერდზე.
2018-2019
სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - „ტურიზმი“ მიღების ვადები (
ბრძანება N201, 27.08.2018):
•მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) –
3-7 სექტემბერი;
•გამოცდა
ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც
ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის
ქართული) -
10 სექტემბერი (10 საათი);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება -
10 სექტემბერი (18 საათი);
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება -
11 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება -
12 სექტემბერი;
•გამოცდა უცხო ენაში -
11 სექტემბერი (10 საათი);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება –
11 სექტემბერი (18 საათი);
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება –
12 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება –
13 სექტემბერი;
•გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) –
12 სექტემბერი (10 საათი);
•გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება –
12 სექტემბერი (18 საათი);
•გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება –
13 სექტემბერი;
•აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება –
14 სექტემბერი (14 საათი);
•ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -
14 - 17 სექტემბერი;
•საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -
18 სექტემბერი;
•ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება -
19 სექტემბერი.
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
•
განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•ბაკალავრის
ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა
და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის
უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში -
ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2018 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა
აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
•უცხო
ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული
სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•უცხო
ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის
ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.