2017-08-14

III საერთაშორისო კონფერენცია „პოლიტიკა კავკასიის ირგვლივ“

თსუ საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი 2017 წლის 21 ოქტომბერს იწვევს მომხსენებლებს III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ პოლიტიკა კავკასიის ირგვლივ“ მონაწილეობისათვის.
კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და მისი მეზობელ ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხების წინწამოწევა. კონფერენციის მოხსენებათა თემატიკა შეეხება ისეთ პრობლემებსაც, როგორიცაა ისტორია და პოლიტიკა, ეკონომიკა და პოლიტიკა, რელიგია და პოლიტიკა, კულტურული პოლიტიკა, ენობრივი პოლიტიკა და ა.შ.

კონფერენციის თეზისები და მოხსენება უნდა შეიცავდეს სიახლეს.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, რუსეთის, სომხეთის და მათი საქართველოსთან ურთიერთობის შესწავლის საკითხებით დაინტერესებულ ყველა მკვლევარს.
თეზისებისა და სტატიის წარმოდგენის სტანდარტი:
შრიფტი: Sylfaen (ქართული) და Times New Roman (ინგლისური). შრიფტის ზომა: 12. დაშორება: 1,5 ინტერვალი. თეზისები (ქართულ და ინგლისურ ენებზე) და მოხსენება (მხოლოდ ინგლისურად) გა¬ფორ-მებული უნდა იყო APA სტილით და მზად უნდა იყოს პუბლიკაციისათვის: სტილისტურად და გრამატიკულად გაუმართავი მოხსენებები არ მიიღება. 

მნიშვნელოვანი თარიღები:

თეზისების მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 2017
კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურება: 25 სექტემბერი, 2017
მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2017
კონფერენციის დღე: 21 ოქტომბერი, 2017

თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე და არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას. ყველა მოხსენების ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ინგლისურ ენაზე და არ უნდა აღემატებოდეს 6000 სიტყვას.

საერთაშორისო კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.

საერთაშორისო კონფერენციის პროგრამა/თეზისები და მოხსენებები დაიბეჭდება ელექტრონულ წიგნად და განთავსდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
თუ მოხსენების პრეზენტაციისათვის საჭიროა დამატებითი ტექნიკური საშუალებები, მაგალითად პროექტორი და სხვ., მოგვწერეთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: igns@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე