2014-07-11

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთა საყურადღებოდ!

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  საბაკალავრო/სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის  პროგრამებზე  არსებული ვაკანტური ადგილები განისაზღვრა რექტორის 2014 წლის 23 ივნისის N96/01-01 ბრძანებით ( http://tsu.edu.ge/ge/juridical/orders/-kRrHRC7IDNOlnoUh/?p=1 ).

ერთიანი ეროვნული/ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე  თსუ-ში მიღების წესი  და მიღების წინაპირობები განსაზღვრულია  აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014  დადგენილებით
( http://tsu.edu.ge/ge/juridical/axad_council_resolutions/2014/492014____// ).

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საგამოცდო პერიოდი განისაზღვრა შემდეგნაირად
  ( ბრძ. №105/01-01, 10.07.2014):

ა) გამოცდა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ენაში - 14 ივლისი (10 საათი, ილ. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ 1 კორპუსი, ოთახი 120 );
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 15 ივლისი (10 საათი);
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 16 ივლისი;
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 17 ივლისი;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:
 ტელ: +995 32 2 2539 71

თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი.


Print

« იხ. ყველა სიახლე