2016-09-19

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: ნართების ეპოსის კვლევის თანამედროვე პრინციპები და მეთოდოლოგია“

2016 წლის 13-15 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ნართების ეპოსის კვლევის თანამედროვე პრინციპები და მეთოდოლოგია“

ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი
ჩატარების თარიღი:  13-15 ოქტომბერი, 2016 წ.

მოხსენებების თემატიკა:

კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი სექცია და ერთი მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის:
  1. ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია და თანამედროვე პრობლემები
  2. ნართების ეპოსის კვლევის ისტორია, ნართოლოგიის კვლევა თანამედროვე ეტაპზე
  3. ქართულ-ოსური ფოლკლორული და ლიტერატურული ურთიერთობები
  4. ქართულ-ოსური ლინგვისტური ურთიერთობები
  5. ქართულ-ოსური  ურთიერთობები - კულტურა, ხელოვნება, მთარგმნელობითი საქმიანობა
  6. ქართულ-ოსური ურთიერთობის საზოგადოებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები

მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის თემაზე: „ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივები და ახალგაზრდების როლი  მიმდინარე პროცესებში“.

კონფერენციის მიზანი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ნართების ეპოსის კვლევის თანამედროვე პრინციპები და მეთოდოლოგია“
 მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე  კვლევებს.
კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.

მიმართულებები:
ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია,  ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, მიგრაცია.

სამუშაო ენები:
ქართული, ოსური, რუსული, ინგლისური.

კონფერენციის რეგლამენტი:
პლენარული მოხსენება - 20 წუთი
სექციური მოხსენება - 15 წუთი;
შეკითხვები -  5 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის  ფორმატი:
მოხსენება, თეზისები
დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეობა

გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები გამოგზავნოთ 2016 წლის 25 სექტემბრამდე  შემდეგ მისამართზე:
gorc.conference2016@tsu.ge

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,  თბილისი, ქეთევან წამებულის 55, ოთახი N 115.

საკონტაქტო პირი: ნაირა ბეპიევი  ტელ.:  +995599101164 +995599101164 ;
ელ.ფოსტა: gorc.conference2016@tsu.ge

იხ. სააპლიკაციო ფორმა
Print

« იხ. ყველა სიახლე