ერასმუს + ისა და თსუ-ს სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველთათვის წერით ეტაპზე დარეგისტრირება იწარმოებს ელექტრონულად.
დარეგისტრირების მსურველებმა არაუგვიანეს ა/წ
13 ოქტომბრის 18 საათისა უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, იტალიური ან ესპანური):
examcenter@tsu.ge
ტესტირება გაიმართება 2015 წლის
15 ოქტომბერს 14:30-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).
გთხოვთ აუცილებლად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!
აღნიშნული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
ერასმუს+
თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამები
თსუ გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამები