2014-10-31
ჰონორარი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით იწყებს პროექტს ახალგაზრდა მეცნიერების მიერ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალების კვლევის ხელშეწყობისთვის.
პროექტის მიზანია წაახალისოს ახალგაზრდა მკვლევარები, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს სამხედრო საქმესთან დაკავშირებული კვლევითი მიმართულებები (სამხედრო ისტორია: ტერმინოლოგია, აღჭურვილობა, საბრძოლო წყობა, მასალები და სხვა).
პროექტის ფარგლებში საპროექტო განაცხადის ელექტრონული შევსება შესაძლებელი იქნება 2014 წლის 9 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის 18.00 საათამდე. ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. აპლიკანტმა შევსებული აპლიკაცია უნდა გააგზავნოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ელ-ფოსტაზე: exb.edu@manuscript.ac.ge
შერჩეული მკვლევრები გამოვლინდებიან არაუგვიანეს 17 ნოემბრისა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში კვლევის წარმოების პროცესში მიიღებენ ჰონორარს (თვეში 500 ლარის ოდენობით).
დაწვრილებითი ინფორმაცია

« იხ. ყველა სიახლე