2019-02-12

საერთაშორისო ფორუმი - "მიწათსარგებლობა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში"

1-2 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ფორუმი - "მიწათსარგებლობა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში" გაიმართება.

ფორუმის მიზანია სადისკუსიო პლატფორმის შექმნა აკადემიური წრეების, პრაქტიკოსი ურბანისტებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

ფორუმი ეძღვნება ქალაქგეგმარების საკითხებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში. მისი მიზანია განიხილოს ის ქალაქგეგმარებითი პრაქტიკები და კონცეფციები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების საპასუხოდ ინერგება. ამ თვალსაზრისით, ფორუმის ფარგლებში, განხილული იქნება გეგმარების ადგილობრივი ჩვევები და გზები; ევროკავშირის ღირებულებების ქალაქგეგმარებაში გადატანა; ასევე, ექსპერტიზის, კვლევის და განათლების საკითხები.

ფორუმი შედგება ოთხი პანელური დისკუსიისგან და ოთხი პარალელური სესიისგან. ფორუმზე მოხსენებებით გამოვლენ ადგილობრივი და უცხოელი მონაწილეები.

დეტალური პროგრამის სანახავად და რეგისტრაციისთვის იხილეთ ფორუმის ვებგვერდი.

Print

« იხ. ყველა სიახლე