ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-03

საზაფხულო სკოლა „თანამედროვე მიღწევები ბიოჩიპების ტექნოლოგიაში“

2014 წლის  9 – 13 ივნისს თსუ-ის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის ბაზაზე გაიმართება საზაფხულო სკოლა „თანამედროვე მიღწევები ბიოჩიპების ტექნოლოგიაში“.

კურსი ჩატარდება პორტსმუტის უნივერსიტეტის ფარმაციისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებების სკოლის PhD სტუდენტების დატრეინინგების მიზნით.

მოცემული მიმართულებით სამუშაოებს საფუძველი ჩაეყარა  1960 წელს აკადემიკოსი ე. ანდრონიკაშვილის ინიციატივით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში და მისივე თაოსნობით ჩამოყალიბდა ბიოფიზიკის განყოფილება.
დღეისათვის კვლევები მხარდაჭერილია შემდეგი გრანტებით:

  1. CONTRACT #6600028240 FOR RESEARCH AND DEVELOPMENT from ARAMCO OVERSEAS COMPANY in collaboration with the University of Portsmouth, UK (2012-2014) “Biochips as tools for rapid detection and enumeration of oilfield microorganisms”.
  2. ISTC grant G-1761p (2010-2012) “Manufacture of biochips for diagnosis of viral and bacterial diseases” (Department of Energy and Climate Change (DECC) of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland).
  3. GNSF grant # GNSF/ST09_945_6-341 (2010-2011) “Antioxidant defense systems and blood matrix metalloproteinases as the biomarkers at acute ischemic stroke”.
  4. STCU-GNSF grant #5012 (2009-2011) “Study of the antioxidant system status and blood metalloproteinases cross influence at acute ischemic stroke” (E.O. Lawrence Berkeley National Laboratory (LBNL), USA).
 „ბიოჩიპების ტექნოლოგიის დარგში თქვენს უნივერსიტეტში მიღებული დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, მე მოხარული ვიქნებოდი ორგანიზება გაუკეთდეს 2014 წლის ივნისში 5 დღიან საზაფხულო სკოლას „თანამედროვე მიღწევები ბიოჩიპების  ტექნოლოგიაში“ – დოქტ. ვ. ზინკევიჩი, MD, PhD, პორტსმუტის უნივერსიტეტის ლექტორი, ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში გათვალისწინებულია ბიოჩიპების ლაბორატორიის გაცნობა, დენდრიმერული მატრიქსის დამზადების სტრატეგიის  და კასეტური ჰიბრიდიზაციის ჩატარების ტექნოლოგიის შესწავლა.

ლექციების ციკლი მოიცავს:
1. თანამედროვე მიდგომები ბიოჩიპების ტექნოლოგიაში    (დოქტ.  ნელი  საპოჟნიკოვა, თსუ);
2. ბიოჩიპების მატრიქსების ქიმია (დოქტ. თამარ ქართველიშვილი, თსუ);
3. ბაქტერიების მეტაბოლიზმი და ბიოჩიპების დიზაინის სტრატეგია  (დოქტ. ნინო ასათიანი, თსუ)             

მისამართი:  თამარაშვილის ქ.6,  თსუ ე.ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინსტიტუტი
www.aiphysics.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე