2015-11-25

საერთაშორისო კონფერენცია: ,,ინოვაცია სწავლასა და სწავლებაში: ბოლონიის პროცესის შემდეგი ეტაპი’’

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: ,,ინოვაცია სწავლასა და სწავლებაში: ბოლონიის პროცესის შემდეგი ეტაპი’’.

კონფერენციის ორგანიზატორებია Erasmus+ აღმასრულებელი სააგენტო და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია, თანაორგანიზატორები Erasmus+ საქართველოს ოფისი და თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 28 ქვეყნის 120-ზე მეტი წარმომადგენელი (უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები,  Erasmus+ ეროვნული ოფისების, უნივერსიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები). კონფერენციას დაესწრებიან და მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართავენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში. კონფერენციას ასევე დაესწრებიან Erasmus+ აღმასრულებელი სააგენტოსა და ევროპის უნვერსიტეტთა ასოციაციის დირექტორები.

კონფერენციის  მიზანია სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მეთოდებისა და გამოცდილების განხილვა, ასევე ამ მიდგომების დანერგვის შესაძლებლობების შეფასება უმაღლესი განათლების სისტემებისა და ინსტიტუციების დონეზე. კონფერენციაზე განხილული იქნება ევროპულ და ეროვნულ დონეზე უკვე არსებული სტრუქტურებისა და ინსტრუმენტების შესაბამისობა სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მიდგომების გამოყენების საქმეში.

კონფერენცია გაიმართება ორი დღის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.
Print

« იხ. ყველა სიახლე