2019-10-24

კონკურსი მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის თბილისი-ოსლოს სეზონურ სკოლაში მონაწილეობის მისაღებად

ცხადდება კონკურსი მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის თბილისი-ოსლოს ორკვირიან სეზონურ სკოლაში „Stereotypes, Prejudice and Hate Speech in Intercultural Encounters” მონაწილეობის მისაღებად: 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერებები, კულტურის მეცნიერებები, ანთროპოლოგია, ეთნოლოგია, ფსიქოლოგია, ევროპათმცოდნეობა, იურიდიული, საჯარო ადმინისტრირება და ჟურნალისტიკა

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
•დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
•გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 22 ნოემბრის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
•პასპორტის ასლი; 
•ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე, ფაკულტეტის მიერ გაცემული, დამოწმებული შესაბამისი ხელმოწერითა და ბეჭდით);
•ნიშნების ამონაწერი (ქართულ ენაზე, ფაკულტეტის მიერ გაცემული, დამოწმებული შესაბამისი ხელმოწერითა და ბეჭდით);
•რეზიუმე EuroPass ფორმატში (ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს ორი გვერდისა);
•მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს ორი გვერდისა, ფონტის ზომა - 12, დაშორება სტრიქონებს შორის - 1,5, ველები - 2სმ);
•ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ერთ-ერთი:
1.2019 13 მარტს ან 1-2 ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71);
2.მოქმედი ენის საერთაშორისო სერტიფიკატები (TOEFL (iBT) - მინიმალური ქულა - 87, IELTS – მინიმალური საშუალო ქულა 6.5);
3.უკანასკნელი 3 წლის მანძილზე აღებული (არაუადრეს 2016 წლის 1 იანვრისა) კემბრიჯის სერტიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);
4.ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების - ევროპათმცოდნეობა,  ეთნოლოგია, პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა და საზოგადოება, მედია-ფსიქოლოგია და კომუნიკაცია, საჯარო ადმინისტრირება - სტუდენტებს არ მოეთხოვებათ ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა  

სეზონური სკოლის ხანგრძლივობა:
2020 წლის 15-29 მარტი (მგზავრობის დღეების ჩათვლით), მათ შორის, პირველი კვირა [15-20 მარტი] თბილისში, მეორე კვირა [21-28 მარტი] - ოსლოში.

სტიპენდია მოიცავს:
•საჰაერო მგზავრობის ბილეთს (არადაბრუნებადი, არა-გაცვლადი კლასის), 
•ოსლოში განთვსებას საზიარო, ორ- ან სამ-ადგილიან ნომერში 
•პერდიემს დღეში არაუმეტეს 250 ნორვეგიული კრონას ოდენობით. 
 სეზონურ სკოლაში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია, თავად დაფაროს საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები და წარმოადგინოს დაზღვევის პოლისის ასლი სკოლის დაწყებამდე (15.03.2020) არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე!

დამატებითი ინფორმაცია: 
•არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ განიხილება;
•კანდიდატებთან გასაუბრება იგეგმება ა/წ ნოემბრის ბოლოს;
•გასაუბრებების განრიგი ინდივიდუალურად დაეგზავნება თითოეულ აპლიკანტს რეზიუმეში მითითებულ ელ.ფოსტაზე;
•გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა, უნდა მოგვწერონ არაუგვიანეს ა/წ 26 ნოემბრის 16:00 საათისა ელექტრონულ მისამართზე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები; 
•დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე outgoingmobility@tsu.ge.

Print

« იხ. ყველა სიახლე