ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-01-14

ინფორმაცია სამედიცინო დაზღვევის შესახებ

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,GPI“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები, და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები  2016 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების საფასურის ანაზღაურება (47.90 ლარი) ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან. თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, გაიუმჯობესონ მომსახურება სათანადო თანხის - თვეში 15 ლარის დამატებით. აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელფასიდან (იხ. დანართი).

შტატგარეშე თანამშრომლებს და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, ასევე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის  პერსონალს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით, რისი თანხაც დაიქვითება ხელფასიდან.

უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები ასაკის შეუზღუდავად, მშობლები 65 წლამდე),  ამ შემთხვევაშიც  შესაბამის თანხას იხდის მსურველი - თსუ თანამშრომელი.

შტატგარეშე თანამშრომლებისა და ოჯახის წევრებისთვის შემოთავაზებულია 2 განსხვავებული ბარათი ) 1) GPIH – ბაზისური (43.11 ლარი )  და 2) GPIH – ოპტიმალი (33.53 ლარი) (იხ. დანართი). ასევე შესაძლებელია ბარათის გაუმჯობესება ოჯახის ერთ წევრზე 15 ლარის დამატებით (43.11+15 ლარი), ხოლო ორი ან მეტი წევრისთვის 25 ლარის დამატებით (43.11+25ლარი).
  
ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად მსურველებმა განაცხადში უნდა მიუთითონ რომელ ბარათს ირჩევენ. განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ასლი;  ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში – ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მეუღლის დაზღვევის შემთხვევაში ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა, შვილის დაზღვევის შემთხვევაში - შვილის დაბადების მოწმობა, ხოლო მშობლების დაზღვევის შემთხვევაში - საკუთარი დაბადების მოწმობა) ასლები.

განაცხადები მიიღება 2016 4 იანვრიდან 2016 წლის 22 თებერვლამდე და ეტაპობრივად მოხდება სადაზღვევო კომპანიისთვის გადაცემა.

დაზღვეულებს მოემსახურებიან ოჯახის ექიმები კლინიკებში: ,,ვერე XXI’’  (მის. ლ. ქიაჩელის 18) ,,ნიუმედი’’ (მის. მარიჯანის ქ. 4 ) ასევე თსუ მე-8 და მე10 კორპუსებში. მომსახურების მისაღებად დაზღვეულებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - 2-505-111.

P.S. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხელშეკრულება (იხ. დანართი) ან მიმართეთ პერსონალის მართვის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს (577 244 123).

დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
Print

« იხ. ყველა სიახლე