2016-04-21
საგაზაფხულო ყოველკვირეული სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში
“ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ"
საგაზაფხულო ყოველკვირეული სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში
14 თებერვალიი – 29 მაისი, 2016 წ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებს სასწავლო-სამეცნიერო სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“. სკოლაში მეცადინეობა მიმდინარეობს შაბათობითა და კვირაობით 2016 წლის 14 თებერვლიდან - 22 მაისის ჩათვლით. მონაწილე მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის შესამოწმებელი კონფერენცია ჩატარდება 29 მაისს 12:00-ზე ბიოლოგების კორპუსი, 010 აუდიტორიაში.
პროექტის "ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ" მიზანია ინდივიდუალური პროგრამის საფუძველზე დაგეგმილ პერიოდში საინტერესო გახადოს მათემატიკური და მასთან მომიჯნავე დისციპლინები. ყოველკვირეული შეკრება–ლექციები გულსხმობს გამოყენებით მათემატიკის, ფიზიკის, პროგრამირების, ინჟინერიისა და სხვა მასთან დაკავშირებული საბუნებისმეტყველო-ტექნიკური დარგების ელემენტების სწავლებას,Mმათემატიკის მიმართულებით სასკოლო მასალის ათვისებაში არსებით დახმარებას, ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრის ორგანიზებას.
საკონსულტაციო კომიტეტი: პროფ.თამაზ ვაშაყმაძე, პროფ.ომარ ფურთუხია, პროფ. ანზორ გველესიანი, პროფ. ქეთევან ჭკუასელი, პროფ. გურამ ბერიშვილი, პროფ. ეთერ ღვინერია, დოქტ. მარინა ლომოური, ბ-ნი იუსუფ ფ. გიულვერი.
საკონტაქტო პირები: პროექტის კოორდინატორი: ჟანა ბოლქვაძე (557 66 64 51)
იხილეთ სალექციო თემები და ლექტორები/ასისტენტები; სალექციო განრიგი

« იხ. ყველა სიახლე