9-13 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო მულტიდისციპლინური კომბინირებული ღონისძიება - „ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა“ გაიმართება.
ღონისძიება შექმნის პლატფორმას დიალოგისათვის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის.
ღონისძიება აღიარებს ევროპის ლანდშაფტების კონვენციაში გაცხადებულ იდეალებსა და ღირებულებებს და მოიცავს კონფერენციას და სეზონურ სკოლას.
კონფერენციაზე ჩატარდება პლენარული და სექციური სხდომები და ორგანიზებული იქნება „მრგვალი მაგიდა“ სადისკუსიოდ;
კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ფოტოგამოფენა თემაზე „საქართველოს ლანდშაფტები“ და ასევე საველე-საექსკურსიო გასვლა ქ.მცხეთაში, რომლის ისტორიული ძეგლები შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.
ფოტოგამოფენაში მონაწილეობის მსურველები ეწვიეთ ღონისძიების
ვებგვერდს.
კონფერენცია მულტიდისციპლინურია და აერთიანებს როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ და გამოყენებით მიმართულებებს (დაწვრილებით თემატიკის შესახებ იხილეთ
ბმული).
კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა აბსტრაქტები განთავსდება ღონისძიების ვებგვერდზე. აღნიშნულ ვებგვედზე განთავსდება ასევე სტატიები რომელიც გამოიცემა „საკონფერენციო შრომათა კრებულის“ სახით.
კონფერენციაზე გამოვლინდებიან საუკეთესო ახალგაზრდა მომხსენებლები და დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის, სარეგისტრაციო გადასახადის, მოხსენების აბსტრაქტის და სრული სტატიის მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე.
სეზონური სკოლის ფარგლებში ჩატარდება ლექციები და მოეწყობა ერთდღიანი საველე სემინარი ყაზბეგში. სეზონური სკოლა გამიზნულია ახალგაზრდა მკვლევარებისათვის, დოქტორანტების, მაგისტრატურისა თუ ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ქართველი მსმენელისათვის სეზონურ სკოლაში მონაწილეობა უფასოა. სეზონური სკოლის ლექციებზე დასწრება ასევე შეუძლიათ კონფერენციის მონაწილეებსაც, ხოლო ყაზბეგში საველე სემინარში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სეზონური სკოლის დარეგისტრირებული მონაწილეები.
სეზონური სკოლის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. სეზონურ სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ ჩამოტვირთეთ
განაცხადის ფორმა.
მნიშვნელოვანი თარიღები:
აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 20 მარტი
სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 მაისი
სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 მაისი
სეზონურ სკოლაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 5 მაისი
ფოტოგამოფენაში მონაწილეობისათვის ფოტოების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 16 აპრილი
ღონისძიების სამუშო ენა: ინგლისური.
ორგანიზატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179, თბილისი, საქართველო
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.