2014-07-03

მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - ქცევის პრობლემები მოზარდებში - ფორმები, პირობები და პრევენცია

მარია გრეგორევსკას სპეციალური განათლების აკადემიაში (პოლონეთი, ვარშავა) 2014 წლის 15-25 სექტემბერს ჩატარდება  მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - ქცევის პრობლემები მოზარდებში -  ფორმები, პირობები და პრევენცია. 


საქართველოდან მონაწილე აპლიკანტთა ხარჯებს წარმოადგენს:

1. გზის საფასური

2. პოლონეთში ყოფნის პერიოდისათვის სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევა

3. პასპორტისა და ვიზის გადასახადი

მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში განთავსების, კვების (ლანჩი, შესვენება ყავით, ვახშამი), საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური გადახდილი იქნება იუნესკოსათვის პოლონეთის ეროვნული კომისიის სტიპენდიიდან.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს: 

http://www.aps.edu.pl/news/new/news3.aspx


მონაწილეობისათვის შევსებული აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ქალბატონ კრისტინა ურბანსკასთან მეილით:  


ვიზისათვის მოწვევები გამოიგზავნება ორშაბათს, 28 ივლისს.

იხილეთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და საზაფხულო სკოლის პროგრამა
Print

« იხ. ყველა სიახლე