2016-09-26

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რომის საპიენცას უნივერსიტეტში (იტალია)

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რომის საპიენცას უნივერსიტეტში (იტალია) http://www.uniroma1.it/

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის, მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს.

შემოთავაზებული მიმართულებები:
სტუდენტები:
ინგლისურენოვანი: დანართი 1
იტალიურენოვანი: დანართი 2

აკადემიური პერსონალი:
ინგლისურენოვანი/იტალიურენოვანი:

სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, მედიცინა, განათლების მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ადმინისტრაციული პერსონალი:
ინგლისურენოვანი/იტალიურენოვანი:

პერსონალის მართვა, საგარეო ურთიერთობები

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 10 ოქტომბრის 18 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

სტუდენტები:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ/იტალიურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • ინგლისური/იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (იტალიურენოვანი სტუდენტებისთვის საკმარისია B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა) ან/და 2015/2016 სასწავლო წელს ორგანიზებული ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ დანართი 1 და დანართი 2, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 3
  • ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
  • მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
  • საკვლევი გეგმის მონახაზი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე, მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე)
  • სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე)
  • მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე; დოკუმენტს ამოწმებთ ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით/ბეჭდით):
აკადემიური პერსონალი: დანართი 4
ადმინისტრაციული პერსონალი: დანართი 5

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:

ერთი სემესტრი (2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი)
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
მობილობის დღეების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ხდება მასპინძელ უნივერსიტეტთან მოლაპარაკების საფუძველზე (სავარაუდო მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე)

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება
პერსონალი: დღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო დაზღვევის მგზავრობის დაფინანსება

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!

* რომის საპიენცას უნივერსიტეტის სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
Print

« იხ. ყველა სიახლე