ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-09-05

საერთაშორისო კონფერენცია: “კროს-კულტურული კვლევები: ემიკურის და ეტიკურის კორელაცია კვლევასა და სწვალებაში”

2018 წლის 9-10 სექტემბრს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის ინსტიტუტისა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო კონფერენცია: “კროს-კულტურული კვლევები: ემიკურის და ეტიკურის კორელაცია კვლევასა და სწვალებაში”. კონფერენციის მიზანია ინტერდისციპლინური პერსპექტივით იქნეს განხილული კულტურული ვარიაციების არსებობა, მათი კვლევის მეთოდოლოგიური მიდგომები, ემიკური და ეტიკური ხედვების მნიშვნელობა. დისკუსია წარიმართება კულტურული განსხვავებულობის, მისი კვლევისა და სწავლების საკითხების შესახებ. კონფერენციის მსვლელობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს, იაპონიისა და გერმანიის 7 სამეცნიერო ცენტრის (თსუ, ილიას უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ტოკიოს უნივერსიტეტი, კიოტოს უნივერსიტეტი, კობეს უნივერსიტეტი, ბერლინის აღმოსავლეთ ევროპის და საერთაშორისო კვლევების ცენტრი) 15 წარმომადგენელი.

იხილეთ პროგრამა.
Print

« იხ. ყველა სიახლე