ინფორმაცია კონკურსანტთათვის:
•
უცხო ენის გამოცდა – 4 სექტემბერს 9:30 სთ–ზე თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი);
•
უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6 სექტემბერი;
•
უცხო ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 9 სექტემბერი (თსუ, I კორპუსი, კანცელარია);
•
აპელაცია შედგება – 10 სექტემბერს (თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი), 12:00 სთ–ზე);
•
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი (18:00 სთ).
გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) - 6 სექტემბერს 14:30 სთ, თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი);
გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი (18:00 სთ);
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 10 სექტემბერი (თსუ, I კორპუსი, კანცელარია, ოთახი #114);
აპელაცია შედგება – 11 სექტემბერი (თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი) 11:00 სთ-ზე);
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი (18:00 სთ);
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
№153/01-01, 19.06.2019)
•
საბუთების მიღება - 24 ივნისი - 5 ივლისი და 26 აგვისტო - 2 სექტემბერი;
•
გამოცდა უცხო ენაში - 4 სექტემბერი;
•
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
•
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 9 სექტემბერი;
•
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
•
გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 6 სექტემბერი;
•
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
•
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 10 სექტემბერი;
•
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
•
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 12 - 13 სექტემბერი;
•
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 16 სექტემბერი;
•
ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 17 – 18 სექტემბერი
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი;
•
ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 1000 - 1700 სთ.):
•
განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
•
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
•
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
•
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•
ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•
ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•
სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -
მის.: თბილისი , ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 , თსუ II კორპუსი , ოთახი № 166, ტელ.: (+995 32) 2 2 5 04 84 ; შიდა 2331
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №204; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84;
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №14. თსუ IV კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84. შიდა 6240;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ X კორპუსი, III სართული, ოთახი № 307, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 9768;
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, კანცელარია
ოთახი № 117; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 2238;
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 1059;
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N205, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა - 3225, 3224.