ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-22

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იენის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იენის უნივერსიტეტში (გერმანია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.

შემოთავაზებული მიმართულებები:

ბაკალავრიატი:
ინგლისურენოვანი:
ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება.
გერმანულენოვანი:
ეკონომიკა, ბიზნესი, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა და ლიტერატურა, სოციოლოგია, იურიდიული, ბიოლოგია, ეკოლოგია, მათემატიკა, ქიმია.

მაგისტრატურა:
ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, იურიდიული, ეკოლოგია, მათემატიკა.
გერმანულენოვანი:
გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, არქეოლოგია, იურიდიული, ისტორია, სოციოლოგია, ფილოსოფია, გეოგრაფია.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 29 ნოემბრის 12 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ ან  ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; B2 დონე) ან/და 2018/2019 სასწავლო წელს (9 ოქტომბერი) თსუ ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი და დანართი (ქართულ და ინგლისურ ენაზე, მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
4 თვე (1 სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)

დამატებითი ინფორმაცია:
არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;




Print

« იხ. ყველა სიახლე