ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-08-29

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობა

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018–2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილები და მიღების ვადები განისაზღვრა თსუ-ს რექტორის ბრძანებით  №200/01-01, 27.08.2018

მობილობის ვადები:

•დოკუმენტაციის მიღება – 30 აგვისტო - 4 სექტემბერი;
•ფაკულტეტის მიერ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 5-7 სექტემბერი;
•მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 10-11 სექტემბერი;
•ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 14 სექტემბერი.

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ)პირადობის მოწმობის ასლი;
დ)წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ)სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება – 2018 წლის 10-11 სექტემბერი.

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი კრედიტების აღიარების შემდგომ წერილობით ადასტურებს თანხმობას/ უარს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ 1 კორპუსი, ოთახი N022, 023. ტელ.:(+995 32) 2 25 04 84;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №303; ტელ.:(+995 32) 2 30 41 81; (+995 32) 2 30 36 71.


Print

« იხ. ყველა სიახლე