ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-09

სამუშაო შეხვედრა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური თემატიკის ირგვლივ

21 მარტს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტში" გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც მოხდება ქართულ – აფხაზური/ქართულ – ოსური ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენა და განხილვა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მოისმენენ ქართულ - აფხაზური/ქართულ - ოსური კონფლიქტის თვითმხილველების ინტერვიუებს; კერძოდ, დევნილების, იძულებით გადაადგილებული პირების, ,"ომის შვილების", შერეული ოჯახის წარმომადგენლების პირად ისტორიებს.

დისკუსიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამივე საფეხურის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს.

მსგავს სამუშაო ფორმატში დისკუსიების გამართვის იდეა ეკუთვნის გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაცია Berghof Peace Support"-ს.

შეხვედრას წაიყვანს:
ქეთევან ვასაძე – ქართულ – ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 
დალი ვასაძე – ფსიქოლოგი; კონფლიქტის ანალიზისა და მართვის მაგისტრი;

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ:igns@tsu.ge

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზირი №14, თსუ IVკორპუსი, აუდიტორია 201




Print

« იხ. ყველა სიახლე