2013-11-15

კონკურსი "ქართული კალიგრაფია"

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს "ქართული კალიგრაფია". კონკურსის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის - პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

კონკურსი ტარდება შემდეგ ჯგუფებში:
  • საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII – IX კლასის  მოსწავლეები;
  • საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII  კლასის  მოსწავლეები;
  • უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
  • სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები;
  • საზღვარგარეთ მცხოვრები დაინტერესებული პირები.

კონკურსის პირობები

Print

« იხ. ყველა სიახლე