ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-01-27

ცხადდება სტატიების მიღება საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალისთვის „ფაზისი“

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აცხადებს სტატიების მიღებას საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალისთვის „ფაზისი“. 

ჟურნალში წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ორიგინალური, არ უნდა იყოს არსად გამოქვეყნებული ბეჭდური ან ელექტრონული სახით. საკვლევი თემატიკა შეიძლება მოიცავდეს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტის ნებისმიერ სფეროს (ლინგვისტიკა, ლიტერატურა, ფილოსოფია, რელიგია, ხელოვნება, რეცეფცია, ისტორია, არქეოლოგია, ანტიკური კავკასია).

სტატია, ინგლისურენოვან აბსტრაქტთან (100-250 სიტყვა) ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ ან გერმანულ ენაზე და უნდა მოიცავდეს არანაკლებ 5 000 სიტყვას (სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის გარეშე). ბერძნული ენისთვის გამოყენებული უნდა იყოს უნიკოდი. თითოეული სტატია შესაფასებლად ეგზავნება ორ ანონიმურ ექსპერტს. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი სტატია და აბსტრაქტი 2020 წლის 20 თებერვლამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამარზე: phasis@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე