2013-10-30
ქიმიური ლაბორატორიის ტექნიკოსები კომპანიებისათვის - EU ChemLab პროექტის დასკვნითი შეხვედრა
პროექტის „EU ChemLab პროექტის იმპლემენტაცია საქართველოში“ დასკვნითი შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 7 ნოემბერს გაიმართება. ქართველი და ევროპელი პარტნიორები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კერძო სექტორის განვითარების პროგრამების წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი ქართული კომპანიის წარმომადგენლები საზოგადოებას მიაწვდიან პროექტის პროგრესის შესახებ ინფორმაციას.
გერმანული ქიმიური ლაბორანტის დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდელზე ქიმიური ლაბორატორიის ტექნიკოსის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა-განხორციელება ქართულ კომპანიებთან და ევროპელ პატნიორებთან (EU ChemLab II* პროექტი, რომლის ლიდერია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი) ერთად გახლავთ პროექტის ერთ-ერთი მიზანი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და შპს „ღვინის ლაბორატორია“ „EU ChemLab პროექტის იმპლემენტირება საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სასერტიფიკატო კურსის "ქიმიური ლაბორატორიის ტექნიკოსი"-ს ფარგლებში ერთობლივ ტრენინგებს უკვე ახორციელებენ ხოლო სპეციალიზირებული ECVET** მოდულის, "გენმოდიფიცირებული პროდუქტების ანალიზი" პრაქტიკული ტრენინგები ამჟამადაც მიმდინარეობს უნივერსიტეტში.
სექტემბერში ევროპული ტრენინგ ფონდის (ETF) საერთაშორისო ექსპერტთა შეხვედრაზე (ტურინი, იტალია) პროექტი წარმოდგენილი იქნა როგორც სამუშაო ადგილზე დაფუძნებული სწავლების (WBL) ერთ-ერთი განხორციელებადი მოდელი.
პროექტი „EU ChemLab პროექტის იმპლემენტირება საქართველოში“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ არის ფინანსურად და ტექნიკურად მხარდაჭერილი.
ღონისძიების ჩატარები დრო და ადგილი: 7 ნოემბერი, 2013 წელი. 11:00 - 13:00 საათი; ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 115.
ღონისძიების ქართული და ინგლისური პროგრამა:
ქართული
ინგლისური
ინფორმაცია პროექტის შესახებ: chemlab-geo.bsenetworks.com
საკონტაქტო პირი: ხათუნა კახიანი
*http://www.eu-chemlab.eu
**ECVET - The European Credit system for Vocational Education and Training (http://ec.europa.eu/education/lifelong-learning-policy/ecvet_en.htm)

« იხ. ყველა სიახლე