28-30 მარტს, 16.00 საათზე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ასტრონომთა სკოლა ატარებს ასტრონომიის კვირეულს.
კვირეულს უძღვება პროფესორი შალვა საბაშვილი.
სალექციო თემებია:
1. ასტრონომიის მნიშვნელობა კაცობრიობისათვის.
2. მზის სისტემა და მისი ანალოგები სამყაროში.
3. გალაქტიკა, სამყარო და მეტაგალაქტიკის ევოლუცია.
დაინტერესებულმა მოსწავლეებმა მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიარონ რეგისტრაცია:
სარეგისტრაციო ბმული
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ II კორპ. პლანეტარიუმი.